საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 3 მოზარდის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
“რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე შეიარაღებული პირი გამოვიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებაში ჩართული მხარეები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა“,- განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიოსმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press