Foto

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა,- ამის შესახებ წალენჯიხის ვიცე მერმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა და სტუდენტებს ბოდიში მოუხადა რომ დღეს ლექციას ვერ ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.