Foto

ლიბანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ რეგიონში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა

ლიბანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ რეგიონში, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც ისრაელის მედია წერს, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ღამით 15 რაკეტა ისროლეს, ზოგიერთი მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს, ზოგი კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.