Foto

უკრაინა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის - მოსკოვი უკრაინაში ვერასდროს გაიმარჯვებს - ლოიდ ოსტინი

უკრაინა პუტინს არ ეკუთვნის. უკრაინა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. მოსკოვი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

როგორც ოსტინი წერს, “პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დანებდებოდა - ის შეცდა“.

“მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, აშშ-ის ხელისუფლება კვლავ უკრაინის გამარჯვებას უჭერს მხარს და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით. უკრაინა პუტინს არ ეკუთვნის. უკრაინა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. მოსკოვი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ის შეცდა. პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს. ის ცდება. პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს პუტინის აგრესიასთან დაპირისპირებას“,- აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.