Foto

3 ოპოზიციური პარტიის ლიდერები სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან

ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

შეხვედრა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას 3 პოლიტიკური პარტია იღებს. ხოლო დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება “გახარია საქართველოსთვის“ არც ერთი წევრი.

"საქართველოში ქვეყნის სადავეების მართვის ხალხისთვის დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების - ე.წ ინფლუენსერების, ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყანაში მარტო, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ლიდერშიპი აქვს პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.