მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2218 საარჩევნო უბანია გამოყოფილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
მოქალაქეებმა არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის მოუწევთ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press