ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
როგორც ფიდანმა აღნიშნა, არც უკრაინას და არც რუსეთს არ სურს პროცესში დამარცხებულად წარმოჩენა.
"საჭიროა სამართლიანი გამოსავლის პოვნა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ორივე მხარესთან. ჩვენ ორივე მხარეს ვუსმენთ, თუმცა მეგობარი ყოველთვის მწარე სიმართლეს ამბობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს. ორივე მხარის დაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია",- განაცხადა ფიდანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press