Foto

ორბანი - დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, უკრაინის მხარდაჭერას გადახედოს

დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, უკრაინის მხარდაჭერას გადახედოს,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე",- განაცხადა ორბანმა.