ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, იყიდონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას,- ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაია სანდუმ განაცხადა.
სანდუმ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
"მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით",- განაცხადა სანდუმ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press