Foto

მედვედევი - თუ ტრამპი შეეცდება ომის შეჩერებას, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი "რესპუბლიკური პარტიიდან" დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს,- ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.

როგორც მედვედევი აღნიშნავს, თუ დონალდ ტრამპი შეეცდება ომის შეჩერებას, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.

"დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს : "მე შემოგთავაზებთ გარიგებას" და "მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა...", ასევე იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი ჯონ ფიცჯერალდ კენედი გახდეს",- წერს მედვედევი.