მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმაურება.
ტუსკის განცხადებით, “სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა“.
“მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო დღეებში და თვეებში სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება“,- წერს ტუსკი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუ 55.25%-ით გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგე ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი, ხმათა 44.75%-ის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press