რუსეთში, კურსკის ოლქში უკვე 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით უკრაინის პარტნიორებს სათანადო რეაქცია არ აქვთ.
"დღეს იყო ცალკე მოხსენება დაზვერვის მთავარი დირექტორატისა და საგარეო დაზვერვის სამსახურისგან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. კურსკის ოლქში უკვე 11 000-ია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეელების ზრდას და ვერ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების რეაქციის ზრდას",- განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press