Foto

დღეს, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან

დღეს, 5 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

როგორც ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, შეკრება 14:00 საათიდან დაიწყება.

მისი თქმით, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

“ხვალ, 14:00 საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან  შევიკრიბებით. ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ხვალ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ და მამაც ადამიანს ეკადრება. ჩვენ გარშემო ადამიანები არიან, ვისი სულებიც იწვის.

საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ და ასეც იქნება. ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით. ასე გეტყვით, ყოველდღე სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით. დიდი მადლობა და გამარჯობა და გამარჯვება საქართველო“,- განაცხადა მელიამ.