გერმანია უკრაინას დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-3 ზამთარი ახლოვდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინას ახლა დახმარება სჭირდება.
ბერბოკის თქმით, აღნიშნული თანხა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.
ასევე, მოხმარდება იმას, რომ "უკრაინელები უზრუნველყოფილი იყვნენ პირველადი აუცილებლობის ნივთებით, ისეთებით, როგორიცაა საბნები, ზამთრის თბილი ტანსაცმელი ცივი ტემპერატურისგან თავის დასაცავად".
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკ უკრაინაში ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press