Foto

პუტინი - კურსი, რომ უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებით რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ მცდარია

მცდარია დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს კურსი, რომ უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებით რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

"არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთი არა მხოლოდ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, არამედ გარკვეულ ეტაპზე, ამ კონფლიქტის დასაწყისშივე, აწარმოა ეს მოლაპარაკებები. შემუშავდა კიდეც ორმხრივად მისაღები შეთანხმება, რომელიც პარაფირებული იყო უკრაინული მხარის მიერ. თუმცა უკრაინულმა მხარემ, საგარეო ჩარევით, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, უარყო ეს შეთანხმება",-  განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.