ძვირფასო დონალდ და მელანია, გილოცავთ ისტორიის უდიდეს დაბრუნებას,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს და “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, “ეს დიდი გამარჯვება ამერიკისთვის ახალი საწყისია“.
“ისტორიაში ყველაზე დიდ დაბრუნებას გილოცავთ! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა - ეს დიდი გამარჯვებაა“,- წერს ნეთანიაჰუ.
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press