გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
სტარმერის განცხადებით, “მომავალ წლებში ტრამპთან მუშაობას მოუთმენლად ელის“.
“გილოცავთ, არჩეულო პრეზიდენტო ტრამპ, თქვენს ისტორიულ გამარჯვებას არჩევნებში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას მომავალ წლებში. როგორც უახლოესი მოკავშირეები, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად - ეკონომიკური ზრდიდან და უსაფრთხოებიდან ტექნოლოგიებამდე და ინოვაციებამდე. მე ვიცი, რომ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას მომავალ წლებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press