Foto

არ ვიცი, პუტინი მიულოცავს თუ არა ტრამპს გამარჯვებას - პესკოვი

არ ვიცი, პუტინი მიულოცავს თუ არა ტრამპს გამარჯვებას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, “საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული“.

“ჩვენ ვსაუბრობთ არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ომში. მე არ ვიცი პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა  ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას“,- განაცხადა პესკოვმა.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ​