ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ობამების განცხადებაშია აღნიშნული, “დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ საკუთარი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს“.
“ახლა შედეგები ცნობილია და გვინდა, მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპსა და სენატორ ვანსს გამარჯვება. აშკარაა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ღრმა უთანხმოებებს მთელ რიგ საკითხებზე “რესპუბლიკელებთან“ მიმართებაში. თუმცა, დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ ჩვენი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს და სურვილი, რომ მშვიდობიანად გადასცე ძალაუფლება. ჩვენსავით დიდ და მრავალფეროვან ქვეყანაში, ჩვენ ყოველთვის არ ვიხილავთ ყველაფერზე თვალისმომჭრელ შედეგს, მაგრამ პროგრესი მოითხოვს ჩვენგან კეთილსინდისიერებასა და მადლიერებას - თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ღრმად არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქამდე და ასე გავაგრძელებთ უფრო სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი ქვეყნის აშენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
“ახლა შედეგები ცნობილია და გვინდა, მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპსა და სენატორ ვანსს გამარჯვება. აშკარაა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ღრმა უთანხმოებებს მთელ რიგ საკითხებზე “რესპუბლიკელებთან“ მიმართებაში. თუმცა, დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ ჩვენი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს და სურვილი, რომ მშვიდობიანად გადასცე ძალაუფლება.
ჩვენსავით დიდ და მრავალფეროვან ქვეყანაში, ჩვენ ყოველთვის არ ვიხილავთ ყველაფერზე თვალისმომჭრელ შედეგს, მაგრამ პროგრესი მოითხოვს ჩვენგან კეთილსინდისიერებასა და მადლიერებას - თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ღრმად არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქამდე და ასე გავაგრძელებთ უფრო სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი ქვეყნის აშენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press