ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰარისის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჰარისის წარმომადგენელმა CNN-თან აღნიშნა, სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.
“ჰარისმა პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს დაურეკა, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობა, ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნა”, - განაცხადა ჰარისის წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press