გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.
ფიშერის თქმით, ეს გერმანიის ოფიციალური პოზიციაა და შესაძლოა, გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიციაც იყოს.
"ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს შეიძლება, იყოს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია, რადგან ჩვენ გვაქვს ფართო კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოებაზე",- წერს ფიშერი.
შეგახსენებთ, დღეს, 7 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ, თუკი ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press