საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართველებისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ ფარულად ფულის ხარჯვა, ან ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა ევროპული ღირებულება იყოს".
"წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინო სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება, თუკი ამას რომელიმე ევროპელი ასე თვლის, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულად. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ ეს არის თურმე ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება.
ჩვენ ქართველები, ვართ დიახაც, ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედი, ჩვენი, ქართული კულტურა არის თანაშემოქმედი ევროპული კულტურისა, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ უპირველეს ყოვლისა, მათ შორის, ქართულ ღირებულებებზე და გვითხრან, აგვიხსნან, თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვა არის ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის ეს ევროპული ღირებულებები. თუკი სკოლებში და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული ღირებულება, თუკი სკოლებში და ბაღებში იმის პროპაგანდა, რომ არსებობს უთვალავი სქესი - ეს არის ევროპული ღირებულება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ევროპული ღირებულება, ამიტომ გვითხრან ეს პირდაპირ, რა არის ევროპული ღირებულება",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ისინი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ, თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს იქამდე ვერ დაუჭერენ, ვიდრე ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press