საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, "სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას".
ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნულ საქმეს მართლმსაჯულებასთან და სასამართლოსთან საერთო არაფერი ჰქონდა.
"სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და რატომ არ აკმაყოფილებდა ჩვენს საჩივრებს. მათ არაფერი არ თქვეს, მათ უბრალოდ პროცედურული ნორმები დაასახელეს და თქვეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაკმაყოფილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის რაც აქ მოხდა. პირიქით ჩვენ გაგვიკვირდა ის, რომ ამ სისტემაში აღმოჩნდა ერთი მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ამ საქმეს დაარქვა თავისი სახელი. რაც მოხდა აპელაციაში ეს იყო სრულიად მოსალოდნელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუშინ იგრძნობოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ქუთაისში და თბილისში ჰქონდათ, გარკვეულწილად ჩვენი ვარაუდით, კოორდინაცია. იმიტომ რომ ქუთაისში ძალიან ყოვნდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ამ საქმის გადაწყვეტილების გამოცხადება პარალელურად. ერთი 24 საათის განმავლობაში აქ ხდებოდა, ეს არ იყო რა თქმა უნდა სასამართლო, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ამას არაფერი არ აქვს სამართალთან",- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, სააპელაციომ აღმოსავლეთ საქართველოს 1 293 ტექნოლოგიური უბნის ბათილად ცნობის შესახებ საიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press