მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.
"მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს",- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press