Foto

ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 18 ადამიანი

ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში საავიაციო ბომბებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანდა ონკოლოგიური საავადმყოფო.

"რუსეთის თითოეული დარტყმა არა მხოლოდ კლავს ადამიანებს და ანადგურებს სიცოცხლეს, არამედ ასევე ანადგურებს ნებისმიერი სიტყვების აზრს იმის შესახებ, თითქოს არის რუსეთთან მოლაპარაკებების, კრემლში რაღაც ზარების ნაკლებობა. იქ ადამიანების დაღუპვით სიამოვნებას იღებენ.

სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა არის შესაძლებლობა, გაანადგუროს რუსული სამხედრო ავიაცია, უკრაინისთვის ოკუპანტის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების ნებართვა არის სიცოცხლის ნამდვილი დაცვა",- წერს ზელენსკი.