Foto

ბაიდენი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას

ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ ის არჩევანი რომელიც ქვეყანამ გააკეთა.

"ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს და ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს, გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ იმუშაოს მის გუნდთან ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემისთვის. სწორედ ამას იმსახურებს ამერიკელი ხალხი",- განაცხადა ბაიდენმა.