ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს,- ამის შესახებ უკრაინის პრეტიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტის დროს ძალიან საშიში რიტორიკა მოისმინა.
"ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს, არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამას ჰქვია დივნის ექსპერტები. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ადამიანები, რომლებსაც ომი არ განუცდიათ და მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ - ეს სხვა ამბავია. ადამიანები, რომლებსაც არასდროს უომიათ პუტინთან. ეს არის ანალიტიკა ომის ღრმა გაგების, ომის შედეგებისა და რისკების გააზრების გარეშე. ჩვენ გვესმის, რომელი ლიდერები ახორციელებენ და არღვევენ ამ რიტორიკას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე ვნახოთ... ძალიან საშინელი გამოწვევაა",- აღნიშნა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press