Foto

ზელენსკი - ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა არ გვაქვს

ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

„ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის შესახებ საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც ძალიან ახლო ურთიერთობები გვექნება. ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან...

 [ბუდაპეშტში სამიტზე] კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია - არ მინდა, რომ მოგატყუოთ.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს და საუკეთესოს ვუსურვებ მათ. სამწუხაროა, რომ ახლა პაუზაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირში. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და ძალიან მიყვარს ქართველები. საუკეთესოს გისურვებთ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ [„მთავარი არხის“ თარგმანი].