ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს-ანჯელესიდან 40 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა, ძლიერმა ქარმა კი, ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.
როგორც კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, 3 500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს ამ დროისთვის საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.
კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო, ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლაა დახურული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press