კუბას ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "რაფაელი" დაატყდა თავს და სანაპირო ზოლზე შტორმი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა დედაქალაქ ჰავანას ქუჩები, ქარიშხლის გამო დაზიანდა სახლები, ხეები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
სტიქიამ ქვეყნის ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოიყვანა.
მესამე კატეგორიის ქარიშხლის შედეგად, კაიმანის და იამაიკის კუნძულების ნაწილი განადგურებულია.
ამჟამად "რაფაელი" ნაწილობრივ შესუსტდა და მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ყურისკენ მიემართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press