უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, არმიის გენერალ-მაიორი, ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა.
კლიმენკოს ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ.
გამოცემა "ასტრას" გამოძიების თანახმად, უკრაინაში, დონეცკის მიტოვებულ შახტში კლიმენკომ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საწამებელი ბანაკი მოაწყო. იქ სამხედროებს შეტევით ჯგუფებში მონაწილეობაზე დათანხმებას აიძულებდნენ და ფულს სძალავდნენ.
პაველ კლიმენკო გახდა მერვე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.
ამ დროისთვის, მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press