განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილი ევროკავშირის ჩართულობაა.
„განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას ესმის - საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ, გამოძიება შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა... ბუნებრივია, ელჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ის თავად გააკეთებს მედიასთან კომენტარს. ერთი რამ ნათელია, ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ ულოცავს მთავრობას“,- აცხადებს ბოკუჩავა.
„განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას ესმის - საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ, გამოძიება შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა...
ბუნებრივია, ელჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ის თავად გააკეთებს მედიასთან კომენტარს. ერთი რამ ნათელია, ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ ულოცავს მთავრობას“,- აცხადებს ბოკუჩავა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press