საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მიშელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, საჭიროა დარწმუნდნენ, რომ „ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ“ ჩატარდა.
„პირველი, რაც მე ნამდვილად ვიცი, არის ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება ევროკავშირისკენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც“,- აცხადებს შარლ მიშელი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press