Foto

ირაკლი კუპრაძე და თენგო თევზაძე პროკურატურაში არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვისთვის დაიბარეს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრი თენგო თევზაძე და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისინი პირად სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

როგორ ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, რომ სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან წარადგინოს "ქართული ოცნების" გაყალბების სქემა".

"ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით. დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა", - წერს კუპრაძე "ფეისბუქზე".

ხოლო თენგო თევზაძემ აღნიშნა, რომ ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

"პროკურატურაში დამიბარეს არჩევნების გაყალბების საქმეზე რა თქმა უნდა არ ვაპირებ არჩევნების გაყალბების საკითხზე პროკურატურაში მისვლას (იქ მისვლა ჩემთვის არ იქნებოდა არანაირი პრობლემა ჯერ ქოცები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები რომ გამოეკითხათ და რეალური მოტივაცია რომ ჰქონდეთ გამოძიების), მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა.

ძალიან ვხალისობ, ჯერ თენგო, თენგოო “ვითომ კამპანია” ააგორეს ახლა მოგვიყევი/გვასწავლე როგორ გაყალბდაო. აუცილებლად მოვყვები, ამ გამოძიების არ მჯერა და ოცნების მხრიდან ფორმალურ სახეს ატარებს (საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის, აი ვიძიებთ და არაფერი არ დადასტურდაო) მაგრამ ეს გამოძიება აუცილებლად განახლდება და დაადგენს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას",- წერს თევზაძე.