უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, სამხედროების ცხედრების გაცვლისას უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რუსეთი და უკრაინა 2022 წლიდან რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გაცვლებში შუამავალ როლს ასრულებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press