ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე და ომების დასრულების მხარეს დადგება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მას ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ხაზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა.
"მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება",- განაცხადა ერდოღანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press