Foto

ორბანი - უნგრეთის მთავრობის პოზიცია მშვიდობაზეა ორიენტირებული

უნგრეთის მთავრობის პოზიცია მშვიდობაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთმა უკრაინას მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, თუმცა ქვეყნის განზრახვა არ არის, რომ სამხედრო კონფლიქტის ნაწილი იყოს.

"როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ უკრაინას მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ. თუმცა, ჩვენი განზრახვას არაა, ვიყოთ ამ სამხედრო კონფლიქტის ნაწილი. როგორც იცით, უნგრეთს ხისტი პოზიცია აქვს მიგრაციის საკითხებზე, თუმცა როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ დაუყოვნებლივ გავხსენით საზღვარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის. ჩვენ ისინი მივიღეთ, აღმოვუჩინეთ დახმარება",- განაცხადა ორბანმა.