Foto

რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რუსებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა დაფიქსირდა.

„ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, ავტოფარეხები, მანქანები“,- წერს კიპერი სოციალურ ქსელში.

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მისივე განცხადებით, შეიქმნება საქალაქო შტაბი და დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იერიშის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანადათ.