რუსებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა დაფიქსირდა.
„ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, ავტოფარეხები, მანქანები“,- წერს კიპერი სოციალურ ქსელში.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მისივე განცხადებით, შეიქმნება საქალაქო შტაბი და დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იერიშის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანადათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press