ხვალ, 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა.
როთის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press