Foto

ლუბინეცი - რუსებმა, სავარაუდოდ, დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს

უკრაინის ობუდსმენი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს. 

როგორც ლუბინეცმა Telegram-ზე დაწერა, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წერილით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.

„ოკუპანტების ცინიზმსა და სისასტიკეს არ აქვს საზღვარი. რუსებმა დახვრიტეს, სავარაუდოდ, დაჭრილი უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი...

ეს არის ჟენევის კონვენციების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“,- წერს ლუბინეცი.