Foto

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

ამას გარდა, გადაწყვეტილების 50-ე და 59-ე მუხლებში ნათქვამია, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოყენებული დიზაინის აკრძალვა არ ექვემდებარებოდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით შეზღუდვას, რადგან არ საფრთხის წინაშე არ დგებოდა საზოგადოებრივი საჭიროებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ ეხმაურება ლევან მუსერიძის გადაწყვეტილებას:

"სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეთიკაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების შეხედულება უპირატესია კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ღირებულებებზე.

სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისინი, ვინც სარგებლობენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების უფლება, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რწმენის მიმართ."