საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, თბილისში EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.