როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების [ევროკავშირთან], ისინი იტყუებიან,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პავილიონისმა აღნიშნა, ქართული მთავრობა „გამოცდას ვერ აბარებს“.
„ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან“,- განაცხადა პავილიონისმა [სინქრონული თარგმანი].
შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press