საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დოლიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენებაზეც ისაუბრეს.
“საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე კონკრეტული პირების მიმართ. ასევე სააარჩევნო კიმისიის თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება. საუბარი იყო ყველა მექანიზმზე, საერთაშორისო გამოძებაზე, რომელიც რეალურია... ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ და მალევე... მზად არის ევროკავშირი, ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს რომ ეს ყველაფერი გატარდეს“,- განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, მანამდე, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press