Foto

პარტნიორებს ესმით, რომ გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო - ამიტომ არ არსებობს არჩევნების საერთაშორისო აღიარება - ბოკუჩავა

ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება არჩევნებს, სადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა მოხდა,- ამის შესახებ “ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, “საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით რომ გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და სწორედ ამიტომ არ არსებობს არჩევნების საერთაშორისო აღიარება“.

“ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად და ესმით რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი და სწორედ ამიტომ არ არის საერთაშორისო აღიარება ამ არჩევნების. ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება არჩევნებს, სადაც მოხდა ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი თვლიან რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სრულფასოვანი და დამოუკიდებელი გამოძიება რაც შეუძლებელია ქართული პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში. განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს და სხვადასხვა საფუძვლები ამ მექანიზმების შექმნისთვის იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია. ბუნებრივია ეს არის განხილვის საგანი თუმცა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება რომ ჰქონდეს. ვისაუბრეთ ასევე იმაზე რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედება, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სამწუხაროდ იცით რომ ასევე განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, ეს ბუნებრივი არ არის უვიზო მიმოსვლის გაუქმება არამედ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. რატომ იმიტომ რომ ისინი ხედავენ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია ევროკავშირის გზას. იცით რომ მოთხოვნებში ევროკავშირისგან ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო და ჩვენ ვნახეთ რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტოტალურად იყო დარღვეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევების პრინციპი.  ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები დღეს იქნებიან აქციაზე, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება იმისთვის, რომ მიმართვან ევროპელ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროპაშია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დღეს რუსთაველზე 19:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი“,- განაცხადა ბოკუჩავამ.