Foto

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მომხდარის შედეგად დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რუსებმა თავდასხმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.

ადგილზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურში ვარაუდობენ, რომ, ნანგრევებში ადამიანები კვლავ იმყოფებიან.