მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც შოლცი აღნიშნავს, დონალდ ტრამპთან საუბრისას მან გამოთქვა სურვილი, რომ განაგრძოს წარმატებული თანამშრომლობა აშშ-სთან.
"მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. სატელეფონო საუბრისას მე პირადად მივულოცე მას და აღვნიშნე, რომ გერმანიას სურს, განაგრძოს მისი წარმატებული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- წერს გერმანიის კანცლერი X-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press