ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ისრაელ კაცი წერს, ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები “ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად უნდა გაგრძელდეს.
“ჩვენ გავაგრძელებთ “ჰეზბოლაზე“ სრული ძალით დარტყმას, ვიდრე ომის მიზნები არ იქნება მიღწეული. ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც არ უზრუნველყოფს მის უფლებას, დამოუკიდებლად აღკვეთოს ტერორიზმი, უზრუნველყოს ომის მიზნების მიღწევა ლიბანში, მათ შორის “ჰეზბოლას“ განიარაღება და ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა. ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები “ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“,- წერს ისრაელ კაცი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press