გუშინ, ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის განცხადებით, „ეს ყველაფერი ევროპის სახელით“ ხდება.
„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად. გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით“,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით“,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ევროპელ ლიდერებს შეხვედრაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. გუშინვე, დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press